მომსახურების პირობები
ვერსია 13 ივნისი, 2026 · ბოლო განახლება 13 ივნისი, 2026
მომსახურების ეს პირობები არეგულირებს Homecraft-ის პლატფორმაზე თქვენს წვდომასა და მის გამოყენებას. ანგარიშის შექმნით ან პლატფორმის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ამ პირობების სავალდებულოობას.
1. ტერმინთა განმარტებები
„პლატფორმა” - Homecraft-ის ვებსაიტი, რომლითაც შემოთავაზებულია შესაბამისი სერვისები;
„მომსახურება”/„სამუშაო” - მომსახურება, რომელსაც მომსახურების მიმწოდებელი კლიენტის სასარგებლოდ გასწევს შეკვეთის ფარგლებში, მათ შორის არსებული შეთანხმების შესაბამისად;
„კლიენტი” - პლატფორმის მომხმარებელი, რომელიც ეძებს პლატფორმით შემოთავაზებულ მომსახურებას;
„მომსახურების მიმწოდებელი” - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც სთავაზობს კლიენტს შესაბამის სერვისს პლატფორმის მეშვეობით;
„მომხმარებელი” - კლიენტი ან/და მომსახურების მიმწოდებელი;
„შეკვეთა” - შეთანხმება კლიენტსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის მომსახურების გაწევის თაობაზე;
„ეტაპი” - შეკვეთის ფარგლებში სამუშაოს განსაზღვრული სტადია;
„ესქრო” - სისტემა, სადაც კლიენტის შეკვეთის ფარგლებში განხორციელებული გადახდები ინახება სამუშაოს დამტკიცებამდე.
2. პლატფორმის როლი და პასუხისმგებლობა
Homecraft-ი წარმოადგენს ონლაინ მარკეტპლეისს, რომელიც აკავშირებს კლიენტებსა და მომსახურების მიმწოდებლებს.
კლიენტი და მომსახურების მიმწოდებელი აცნობიერებენ და თანხმდებიან, რომ მომსახურების პირობები განისაზღვრება მათ შორის ექსკლუზიურად გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით. Homecraft-ი არ არის კლიენტსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მხარე, არ ერევა მის შინაარსში, არ აკონტროლებს მას ან/და არ გასცემს მათ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით არანაირ გარანტიას, შესაბამისად, პასუხს არ აგებს კლიენტისა და მომსახურების მიმწოდებლის მხრიდან ვალდებულების შესრულებაზე.
გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი, მათ შორის მხარეთა შორის წარმოშობილი დავები, განიხილება და გადაწყდება უშუალოდ მხარეებს შორის.
Homecraft-ი არ განსაზღვრავს, ცვლის ან ზედამხედველობს კლიენტსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის გაფორმებულ ხელშეკრულების პირობებს (მათ შორის და არა მხოლოდ, სამუშაოს შინაარსს, ანაზღაურების მოცულობას, ვადებსა ან/და სხვა არსებით პირობებს).
მომსახურების მიმწოდებლები არიან Homecraft-სგან დამოუკიდებელი მესამე პირები. Homecraft-ი არ შედის კლიენტის სახელით სახელშეკრულებო ურთიერთობაში მომსახურებლის მიმწოდებლებთან და არ მონაწილეობს მომსახურების გაწევის პროცესში, არ ზედამხედველობს, არ მართავს ან/და არ აკონტროლებს მათ.
Homecraft-ი არ იძლევა გარანტიას: (ა) შესრულებული სამუშაოს ხარისხზე, უსაფრთხოებაზე, კანონიერებაზე ან დროულობაზე; (ბ) მომსახურების მიმწოდებლის კვალიფიკაციაზე, ლიცენზირებაზე, დაზღვევაზე ან სერტიფიცირებაზე; (გ) პორტფოლიოს, პროფილის ან პროექტის ინფორმაციის სიზუსტეზე; (დ) პროექტის შედეგზე.
Homecraft-ი არ არის პასუხისმგებელი შემსრულებლის ან მომსახურების შემსრულებლისათვის მიყენებული ზიანისთვის, რომელიც წარმოიშობა ან რაიმე ფორმით უკავშირდება მომსახურების მიმწოდებლების მიერ გაწეულ ან მიწოდებულ სერვისებს ან/და კლიენტის მხრიდან ვალდებულების დარღვევას.
აღნიშნული შეზღუდვა მოქმედებს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველის მიუხედავად (ხელშეკრულება, დელიქტი, მათ შორის დაუდევრობა, ან სხვა საფუძველი).
წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ აღიარებთ, რომ Homecraft-ის მეშვეობით მომსახურების მიმწოდებლის დაქირავება ხდება თქვენივე რისკით. Homecraft-ი არ იქნება პასუხისმგებელი ქონებრივ ზიანზე, პირად დაზიანებაზე, პროექტის დაგვიანებაზე, ხარჯების გადაჭარბებაზე ან/და მომსახურებიდან გამომდინარე სხვა ზარალზე.
3. მომხმარებლის ანგარიშები
ანგარიშის შექმნისას თქვენ უნდა მიაწოდოთ პლატფორმას ზუსტი/სწორი ინფორმაცია.
თქვენ ხართ პასუხისმგებელი ანგარიშის სერთიფიკატების უსაფრთხოებაზე.
მომსახურების მიმწოდებელმა იურიდიულმა პირებმა უნდა წარადგინონ 9-ციფრიანი საიდენტიფიკაციო კოდი, ხოლო ფიზიკურმა პირებმა 11-ციფრიანი პირადი ნომერი.
მომსახურების მიმწოდებლის თითოეულ ანგარიშს აქტივაციამდე ესაჭიროება ვერიფიკაცია.
4. კლიენტი
კლიენტი ცალსახად აღიარებს, ეთანხმება და ადასტურებს, რომ:
(1) Homecraft-ი არ წარმოადგენს მხარეს კლიენტსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობაში, მათ შორის და არა მხოლოდ, Homecraft-ი არ მონაწილეობს მომსახურების არსებითი პირობების განსაზღვრაში, მომსახურების მიმწოდებლის შერჩევაში, ხელშეკრულების გაფორმების, მომსახურების შესრულების ან/და მიღების, ასევე სამუშაო შედეგის მოწონების/მიღების პროცესში;
(2) Homecraft-ი არ ზედამხედველობს, მართავს ან/და აკონტროლებს მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების პროცესს ან/და შედეგს;
(3) Homecraft-ი არ იღებს არანაირ პასუხისმგებლობას მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების ან/და შექმნილი პროდუქტის ხარისხთან, უსაფრთხოებასთან ან/და კანონიერებასთან დაკავშირებით;
(4) Homecraft-ი არ განსაზღვრავს მომსახურების მიმწოდებლის სამუშაო გრაფიკს ან/და სამუშაოს შესრულების ადგილს;
(5) Homecraft-ი არ უზრუნველყოფს მომსახურების მიმწოდებელს რაიმე ტიპის რესურსით ან ინფრასტრუქტურით (აღჭურვილობით, ხელსაწყოებით, მასალებით ან სხვა რესურსებით), რომელიც საჭიროა მომსახურების შესასრულებლად;
(6) კლიენტსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის წარმოშობილი ნებისმიერი დავა უნდა გადაწყდეს მხოლოდ ამ მხარეებს შორის; Homecraft-ი არ აგებს პასუხს აღნიშნულზე;
(7) Homecraft-ი არ წარმოადგენს მომსახურების მიმწოდებლის დამსაქმებელს;
(8) მომსახურების მიმწოდებელს, როგორც დამოუკიდებელ კონტრაქტორს, უფლება აქვს, საკუთარი ხარჯით, დაიქირავოს თანამშრომლები ან/და ჩართოს ქვეკონტრაქტორები მომსახურების შესრულებაში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ კლიენტსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის არსებობს სხვაგვარი შეთანხმება;
(9) Homecraft-ი არ იძლევა გარანტიას მომსახურების მიმწოდებლების მიერ პლატფორმაზე განთავსებული ინფორმაციის სისწორეზე ან/და სიზუსტეზე, მათი მხრიდან მომსახურების მიწოდების შესაძლებლობაზე ან/და ვალდებულების შესრულებაზე.
5. მომსახურების მიმწოდებელი
მომსახურების მიმწოდებელი ცალსახად აღიარებს, ეთანხმება და ადასტურებს, რომ:
(1) Homecraft-ი არ წარმოადგენს მხარეს კლიენტსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობაში, მათ შორის და არა მხოლოდ, Homecraft-ი არ მონაწილეობს მომსახურების არსებითი პირობების განსაზღვრაში, კლიენტის შერჩევაში, ხელშეკრულების გაფორმების, მომსახურების შესრულების ან/და მიღების, ასევე სამუშაო შედეგის მოწონების/მიღების პროცესში;
(2) Homecraft-ი არ ზედამხედველობს, მართავს ან/და აკონტროლებს მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების პროცესს ან/და შედეგს;
(3) Homecraft-ი არ იღებს არანაირ პასუხისმგებლობას მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების ან/და შექმნილი პროდუქტის ხარისხთან, უსაფრთხოებასთან ან/და კანონიერებასთან დაკავშირებით;
(4) Homecraft-ი არ განსაზღვრავს ან/და ზედამხედველობს კლიენტის მიერ შეთავაზებული სამუშაოს პირობებს (მათ შორის ანაზღაურებას ან/და მასთან დაკავშირებულ დეტალებს, ვადებს ან/და სხვა არსებით პირობებს);
(5) Homecraft-ი არ უზრუნველყოფს მომსახურების მიმწოდებელს რაიმე ტიპის რესურსით ან ინფრასტრუქტურით (აღჭურვილობით, ხელსაწყოებით, მასალებით ან სხვა რესურსებით), რომელიც საჭიროა მომსახურების შესასრულებლად;
(6) კლიენტსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის წარმოშობილი ნებისმიერი დავა უნდა გადაწყდეს მხოლოდ ამ მხარეებს შორის; Homecraft-ი არ აგებს პასუხს ასეთ დავასთან დაკავშირებით;
(7) Homecraft-ი არ წარმოადგენს მომსახურების მიმწოდებლის დამსაქმებელს;
(8) მომსახურების მიმწოდებელს, როგორც დამოუკიდებელ კონტრაქტორს, უფლება აქვს, საკუთარი ხარჯით, დაიქირავოს თანამშრომლები ან/და ჩართოს ქვეკონტრაქტორები მომსახურების შესრულებაში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ კლიენტსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის არსებობს სხვაგვარი შეთანხმება;
(9) Homecraft-ი არ იძლევა გარანტიას მომსახურების მიმწოდებლების მიერ პლატფორმაზე განთავსებული ინფორმაციის სისწორეზე ან/და სიზუსტეზე, მათი მხრიდან მომსახურების მიწოდების შესაძლებლობაზე ან/და ვალდებულების შესრულებაზე.
6. მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებები
თქვენ, პლატფორმასა და კლიენტს უნდა მიაწოდოთ ზუსტი, ვალიდური და არამცდარი პორტფოლიოს ინფორმაცია, სერთიფიკატები და პროფილის სხვა დეტალები.
თქვენ, ვალდებული ხართ მოიპოვოთ მომსახურების გასაწევად საჭირო ყველა ლიცენზია, ნებართვა ან/და ავტორიზაცია, რომელიც მოთხოვნილია საქართველოს კანონმდებლობით.
თქვენ უნდა შეასრულოთ შეთანხმებული სამუშაო კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, ბაზარზე არსებული სტანდარტებისა და შეთანხმებული პირობების შესაბამისად.
თქვენ პასუხისმგებელი ხართ თქვენი საგადასახადო ვალდებულებების შესრულებაზე.
7. კლიენტის ვალდებულებები
თქვენ, ვალდებული ხართ, მომსახურების მიმწოდებლის დაქირავებამდე გულმოდგინედ შეამოწმოთ ის, მათ შორის მის მიერ წარმოდგენილი სერთიფიკატები, შეფასებები და ლიცენზიები.
თქვენ, პასუხისმგებელი ხართ მომსახურების მიმწოდებლისათვის პროექტის სპეციფიკაციებისა და მკაფიო მოთხოვნების მიწოდებაზე.
საფუძვლიანად უნდა შეამოწმოთ ყველა სამუშაო ნებისმიერი ეტაპის დამტკიცებამდე. ჩვენ მკაცრად გირჩევთ ფიზიკური სამუშაოს ადგილზე შემოწმებას მის დადასტურებამდე.
თქვენ, მომსახურების მიმწოდებელი უნდა შეაფასოთ კეთილსინდისიერად, რეალური გამოცდილების საფუძველზე.
თქვენ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ პლატფორმაზე მომსახურების მიმწოდებლის შეფასებები და რეიტინგები გამომდინარეობს სხვა მომხმარებლების სუბიექტური მოსაზრებებიდან და არ უნდა იყოს დაქირავების გადაწყვეტილების ერთადერთი საფუძველი.
8. შეკვეთები და ეტაპები
შეკვეთები იქმნება მომსახურების მიმწოდებლების მიერ და კლიენტი იღებს/ადასტურებს მათ.
Homecraft-ზე განთავსებული თითოეული შეკვეთა შეიძლება მოიცავდეს ერთ ან რამდენიმე ეტაპს, რომლებიც ასახავს სამუშაოს შესრულების ცალკეულ სტადიებს, ვადებსა და შესაბამის ანაზღაურებას.
თითოეული ეტაპი შესაძლებელია მოიცავდეს შემდეგ სტატუსებს: (ა) „მოლოდინში“; (ბ) „მიმდინარე“; (გ) „გადაგზავნილი“; (დ) „დამტკიცებული“; (ე) „გადახდილი“. სტატუსის ცვლილება ასახავს სამუშაოს მიმდინარეობის პროცესს და მხარეთა მხრიდან შესაბამისი ვალდებულებების შესრულებას.
მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, სამუშაო შეასრულოს კლიენტთან წინასწარ შეთანხმებული პირობების შესაბამისად და თითოეული ეტაპის დასრულებისას წარუდგინოს მას შესაბამისი სამუშაო („გადაგზავნილი“ სტატუსი). კლიენტი ვალდებულია, მიღებული სამუშაო შეაფასოს გონივრულ ვადაში, დამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში, დაამტკიცოს ის („დამტკიცებული“ სტატუსი), ან წარმოადგინოს დასაბუთებული შენიშვნები და მოთხოვნები შესრულებული სამუშაოს შესწორების შესახებ.
კლიენტის მიერ სამუშაოს დადასტურების შემდეგ, შესაბამისი ეტაპი მიიჩნევა დასრულებულად და ექვემდებარება ანაზღაურებას („გადახდილი“ სტატუსი), მოქმედი გადახდის პირობების შესაბამისად.
კლიენტი ვალდებულია შეთანხმებამდე ყურადღებით გაეცნოს მის ყველა არსებით პირობას, მათ შორის სამუშაოს მოცულობას, ვადებს, ეტაპების სტრუქტურას, ანაზღაურების ოდენობასა და გადახდის პირობებს. შეკვეთის მიღება ნიშნავს კლიენტის სრულ და უპირობო თანხმობას აღნიშნულ პირობებზე.
მხარეები თანხმდებიან, რომ შეკვეთასთან დაკავშირებული ნებისმიერი კომუნიკაცია, ცვლილება ან დამატება უნდა განხორციელდეს პლატფორმის ფარგლებში და დადასტურდეს ორმხრივად.
9. ესქრო და გადახდის პირობები
9.1 ესქრო სერვისები
ესქრო სერვისები მოიცავს პროექტთან დაკავშირებული თანხების მიღებას, შენახვასა და გადაცემას, აგრეთვე პლატფორმისთვის შესაბამისი საფასურის გადახდას.
9.2 ესქრო ინსტრუქციები
Homecraft-ი (იგივე - ესქრო აგენტი) მოქმედებს ამ შეთანხმებაში მითითებული ესქრო ინსტრუქციების მიხედვით და თანხებს განკარგავს მხოლოდ წინამდებარე წესების საფუძველზე.
მხარეები ადასტურებენ, რომ: ესქრო აგენტი მოქმედებს მხოლოდ როგორც ნეიტრალური შუამავალი კლიენტსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის; ესქრო აგენტი, გარდა ამ შეთანხმებით პირდაპირ განსაზღვრული შემთხვევებისა, არ იღებს დამატებით ვალდებულებებს; ესქრო მომსახურება მიიჩნევა სრულად გაწეულად, თუ იგი შესრულებულია ამ შეთანხმებისა და შესაბამისი ინსტრუქციების შესაბამისად.
თანხების გამოშვება (განთავისუფლება) ხდება მხოლოდ: ამ შეთანხმებისა და შესაბამისი ინსტრუქციების შესაბამისად; ან მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნით.
კლიენტის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა დაუყოვნებლივ ეტაპის დამტკიცებისთანავე. ეტაპის დამტკიცებით კლიენტი წარმოადგენს და იძლევა გარანტიას, რომ საფუძვლიანად შეამოწმა სამუშაო და კმაყოფილია მოწოდებულით.
ეტაპის დამტკიცება საბოლოოა და შეუქცევადი. დამტკიცების შემდეგ გადახდა გადაეცემა მომსახურების მიმწოდებელს და არ შეიძლება გაუქმება, დაბრუნება ან გასაჩივრება პლატფორმის მეშვეობით.
9.3 ესქრო ანგარიშები
ესქრო აგენტი ქმნის და ინახავს მომხმარებლისთვის სპეციალურ ანგარიშს („ესქრო ანგარიში“), რომელიც გამოიყენება თანხების შესანახად და განკარგვისთვის.
მხარეები ანიჭებენ ესქრო აგენტს უფლებამოსილებას იმოქმედოს როგორც მათმა აგენტმა, შესაბამისად მიიღოს, შეინახოს და გადასცეს თანხები წინამდებარე ინსტრუქციის შესაბამისად.
მომსახურების მიმწოდებლებს აქვთ წვდომა თავიანთი ესქრო ანგარიშის სტატუსზე პლატფორმის საშუალებით.
9.4 მომსახურების მიმწოდებელი და ესქრო აგენტი
მომსახურების მიმწოდებელი ესქრო აგენტს ანიჭებს უფლებამოსილებას, იმოქმედოს მისი სახელით კლიენტებისგან გადახდების მიღების, დამუშავებისა და შენახვის მიზნით.
ეს უფლებამოსილება მოიცავს თანხების მიღებას, მათ დროებით განთავსებას ესქრო ანგარიშზე და შემდგომ მისთვის გადაცემას ამ შეთანხმებით განსაზღვრული ინსტრუქციების მიხედვით.
ესქრო სისტემა შექმნილია მხარეთა ინტერესების დასაცავად, რომელიც კლიენტის გადახდებს ინახავს სამუშაოს დამტკიცებამდე. თუმცა, ესქრო სისტემა არ იძლევა შესრულებული სამუშაოს ხარისხის გარანტიას ან/და არ გამორიცხავს სხვა რისკებს.
9.5 სახსრების საკუთრება
Homecraft-ი არ წარმოადგენს საბანკო დაწესებულებას.
Homecraft-ი ვალდებულია უზრუნველყოს ესქრო ანგარიშებზე განთავსებული თანხების სათანადო დაცვა და არ გახადოს ისინი ხელმისაწვდომი მესამე პირებისათვის, შესაბამისი საფუძვლის გარეშე.
ესქრო ანგარიშებზე განთავსებული თანხები ინახება და განხორციელებული გადახდები მუშავდება ლიცენზირებული გადახდის პროცესორების მეშვეობით მათი პირობების შესაბამისად. აღნიშნული ანგარიშები გამოყოფილია Homecraft-ის საოპერაციო ანგარიშებისგან.
9.6 პროცენტის არარსებობა
მხარეები აცნობიერებენ და ეთანხმებიან, რომ ესქრო ანგარიშზე განთავსებულ თანხებს არ ერიცხება და შესაბამისად, არც ერთ მხარეს არ გადაეცემა რაიმე პროცენტი ან სხვა ფინანსური სარგებელი.
Homecraft-ს, წინამდებარე ინსტრუქციის შესაბამისად, უფლება აქვს დააკისროს მხარეებს საკომისიოები, მიიღოს მომსახურების საფასური ან/და სხვა სახის ანაზღაურება.
9.7 ესქრო აგენტის მოვალეობები
ესქრო აგენტი იღებს მხოლოდ წინამდებარე ინსტრუქციით/შეთანხმებით პირდაპირ გათვალისწინებულ ვალდებულებებს.
ესქრო აგენტი: არ არის ვალდებული გამოიკვლიოს კლიენტსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის არსებული ურთიერთობები, შეთანხმებები ან კომუნიკაციები; უფლებამოსილია დაეყრდნოს მომხმარებლების მიერ მიწოდებულ წერილობით შეტყობინებებს, ინსტრუქციებსა და მოთხოვნებს, თუ ავთენტურად მიიჩნევს მათ; არ არის ვალდებული გადაამოწმოს ასეთი ინფორმაციის სისწორე ან/და შინაარსი; არ არის ვალდებული მოითხოვოს ან უზრუნველყოს გადახდების შესრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ეს პირდაპირ არის განსაზღვრული შესაბამისი ინსტრუქციებით.
ესქრო აგენტს უფლება აქვს საკუთარი უფლებამოსილებები და ვალდებულებები განახორციელოს როგორც უშუალოდ, ისე მესამე პირების მეშვეობით.
იმ შემთხვევაში, თუ მხარეთა მიერ წარმოდგენილი ინსტრუქციები წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან ან/და შეთანხმების პირობებთან, ესქრო აგენტს უფლება აქვს თავი შეიკავოს მოქმედებისგან და შეინარჩუნოს თანხები ესქრო ანგარიშზე მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევამდე ან შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილებამდე.
9.8 ესქრო აგენტის უფლებამოსილებები
ესქრო აგენტს უფლება აქვს, კლიენტსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის დავის წარმოშობის შემთხვევაში დავასთან დაკავშირებულ საბოლოო გადაწყვეტილებამდე შეაჩეროს თანხების გაცემა და განათავსოს ისინი შესაბამის ანგარიშზე/დეპოზიტზე თავისი შეხედულებისამებრ.
Homecraft-ი იღებს მომსახურების საკომისიოს, რომელიც გამოიქვითება გადახდებიდან მომსახურების მიმწოდებლებისთვის მათ გადარიცხვამდე. მიმდინარე საკომისიოს განაკვეთები ხელმისაწვდომია პლატფორმაზე.
10. თანხის დაბრუნება
კლიენტი ადასტურებს და აცხადებს თანხმობას, რომ Homecraft-ი უფლებამოსილია კლიენტს ჩამოაჭრას თანხა მის მიერ მითითებული გადახდის საშუალებებიდან.
თანხის დაბრუნება შესაძლებელია: სამუშაოს/ეტაპის დამტკიცებამდე - მხარეთა შორის მოლაპარაკების საფუძველზე, თუმცა პლატფორმა იტოვებს მომსახურების საკომისიოს მიღების უფლებას; სამუშაოს/ეტაპის დამტკიცების შემდეგ - გადახდა საბოლოოა და თანხის დაბრუნება პლატფორმის მეშვეობით არ განხორციელდება.
კლიენტი ადასტურებს და აცხადებს თანხმობას, რომ წინამდებარე შეთანხმებით და კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, მის მიერ განხორციელებული გადახდები არ ექვემდებარება დაბრუნებას.
კლიენტი ვალდებულია არ დაიწყოს უკუჩარიცხვის (chargeback) პროცედურები ბანკთან ან გადახდის პროვაიდერთან მომსახურების სანაცვლოდ, პირობების შესაბამისად, გადახდილ თანხებთან დაკავშირებით.
Homecraft-ი იტოვებს უფლებას გააუქმოს შეკვეთები თაღლითობის, პირობების დარღვევის ან სხვა განსაკუთრებული გარემოებების შემთხვევაში.
11. შეფასებები
შეფასების დატოვება შეუძლიათ მხოლოდ იმ მომხმარებლებს, რომლებმაც დაასრულეს შეკვეთა.
შეფასებები უნდა განხორციელდეს კეთილსინდისიერად და დაეფუძნოს რეალურ გამოცდილებას.
Homecraft-ი იტოვებს უფლებას წაშალოს ის შეფასებები, რომლებიც არღვევენ ამ ინსტრუქციის პირობებს.
12. დავის გადაწყვეტა
Homecraft-ის როლი კლიენტსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის წარმოშობილ დავებში მკაცრად შემოიფარგლება მხარეებისთვის ინფორმაციის მიწოდებით და, მისი შეხედულებისამებრ, კომუნიკაციის ხელშეწყობით.
Homecraft-ი არ არის არბიტრი, მედიატორი, მოსამართლე და არ იღებს გადაწყვეტილებებს მომხმარებელთა დავასთან დაკავშირებით.
13. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
Homecraft-ი არ აგებს პასუხს და მომხმარებელი ეთანხმება, რომ პლატფორმას არ დააკისრება პასუხისმგებლობა მომსახურების პირობებთან დაკავშირებული ნებისმიერი ზიანის ან დანაკარგისათვის, მათ შორის და არა მხოლოდ შემდეგით:
ვირუსები ან სხვა მავნე პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც მიღებულია პლატფორმაზე წვდომის ან მისი გამოყენების შედეგად;
მომხმარებლის მოწყობილობის დაზიანება ან/და გაუმართაობა;
მესამე პირების (მათ შორის მომსახურების მიმწოდებლების ან კლიენტების) ქმედება ან უმოქმედობა;
მომხმარებლის ანგარიშის შეჩერება, შეზღუდვა ან/და გაუქმება;
პლატფორმაზე განთავსებული ინფორმაციის (მათ შორის პროფილები, რეიტინგები, გამოხმაურებები, შეთავაზებები ან/და სხვა მონაცემები) სიზუსტეზე, სანდოობაზე ან სრულყოფილებაზე დაყრდნობა;
მომხმარებლის ბიზნესის დანაკარგი ან/და საქმიანობის შეფერხება.
Homecraft-ი არ არის პასუხისმგებელი შემსრულებლის ან მომსახურების შემსრულებლისათვის მიყენებული ზიანისთვის, რომელიც წარმოიშობა ან რაიმე ფორმით უკავშირდება მომსახურების მიმწოდებლების მიერ გაწეულ ან მიწოდებულ სერვისებს ან/და კლიენტის მხრიდან ვალდებულების დარღვევას.
Homecraft-ის მთლიანი პასუხისმგებლობა არ უნდა აღემატებოდეს თქვენ მიერ პლატფორმისთვის გადახდილი საკომისიოების ოდენობას სარჩელის წინა 12 თვის განმავლობაში.
აღნიშნული შეზღუდვები მოქმედებს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველის მიუხედავად (ხელშეკრულება, დელიქტი, მათ შორის დაუდევრობა, ან სხვა საფუძველი).
14. ანაზღაურება
მომხმარებელი აცხადებს თანხმობას, სრულად აუნაზღაუროს Homecraft-ს, ზიანი, ვალდებულება, ჯარიმა ან/და სხვა (იურიდიული ხარჯები), რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ წარმოიშობა ან/და უკავშირდება:
(ა) მომხმარებლის მიერ პლატფორმის გამოყენებას, მათ შორის პლატფორმაზე განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებას ან უმოქმედობას;
(ბ) წინამდებარე მომსახურების პირობების ან/და კანონმდებლობის დარღვევას;
(გ) ნებისმიერი მესამე პირის უფლებების დარღვევას, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, ინტელექტუალური საკუთრების, კონფიდენციალურობის ან/და სხვა უფლებების დარღვევას;
(დ) პლატფორმის მეშვეობით შეთავაზებულ, მიღებულ ან შესრულებულ მომსახურებებს, მათ შორის კლიენტსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებს;
(ე) მომხმარებლის მიერ მიწოდებულ ან პლატფორმაზე განთავსებულ ნებისმიერი ინფორმაციის, მონაცემის ან კონტენტის სიზუსტეს, კანონიერებას ან/და შესაბამისობას;
(ვ) მომხმარებლის მიერ პლატფორმის გამოყენებით მესამე პირებთან დადებულ ნებისმიერ შეთანხმებას ან გარიგებას;
(ზ) მომხმარებლის ანგარიშის გამოყენებას მესამე პირის მიერ, მათ შორის არასანქცირებულ წვდომასთან დაკავშირებულ შემთხვევებს.
Homecraft-ი იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ და მომხმარებლის ხარჯზე, დაიცვას საკუთარი მოთხოვნა ან ინტერესები, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას ამ მუხლით გათვალისწინებული პირობებით. ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია, დავის ფარგლებში, სრულად ითანამშრომლოს Homecraft-თან.
ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები ძალაში რჩება მომხმარებლის მიერ პლატფორმის გამოყენების შეწყვეტის შემდეგაც.
15. მოქმედი კანონმდებლობა
ეს პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ნებისმიერი სამართლებრივი პროცესი ჩატარდება თბილისის, საქართველოს სასამართლოებში. ამ პირობების ქართული ვერსია სარგებლობს უპირატესობით თარგმანებთან კონფლიქტის შემთხვევაში.
16. პირობების ცვლილებები
Homecraft იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეცვალოს ეს პირობები. მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ მომხმარებლები მიიღებენ შეტყობინებას ელფოსტით ან პლატფორმის შეტყობინებით. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ განაგრძობთ პლატფორმის გამოყენებას, ეს ჩაითვლება შეცვლილ პირობებზე თანხმობად.
17. საკონტაქტო ინფორმაცია
ამ მომსახურების პირობებთან დაკავშირებული კითხვებისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: hello@homecraft.ge